

გორელი ძიუდოისტი ნოდარ კობალაძე (+90 კგ.) კადეტთა შორის გამართული ევროპის თასის გამარჯვებულია.
სპორტსმენმა რუმინელი, პოლონელი, ავსტრიელი, უკრაინელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა და ოქროს მედალს დაესაკუთრა.
ტურნირზე კიდევ ერთი გორელი ძიუდოისტი ლუკა დათაშვილი (60 კგ.) ასპარეზობდა. დათაშვილმა შვიდი შეხვედრა ჩაატარა. ჩეხი, გერმანელი, დანიელი, სლოვაკი და უკრაინელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ქართველ სანდრო შარიფაშვილს სძლია.
ორივე სპორტსმენი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
ცნობისთვის, ევროპის თასი ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში ჩატარდა.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი