

შიდა ქართლში საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართა ჭადრაკში.
შეჯიბრში 8, 10 და 12 წლამდე ასაკის მოთამაშეები მონაწილეობდნენ.
მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც გოგონები, ისე ჭაბუკი მოჭადრაკეები.
ტურნირი შიდა ქართლის რეგიონალური ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
ფედერაციის პრეზიდენტის ციალა ქასოშვილის ინფორმაციით, პრიზიორები საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ, რომლის დასრულების შემდეგ ტურნირის გამარჯვებულები მსოფლიოს, მეორე ადგილის მფლობელი კი ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი