საინტერესო ამბები
05.04.2024 11:36
როგორ გამოიყურებოდა ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე დღეისთვის მსოფლიოში ცნობილი ბრენდები

დღეს ბევრი ადამიანი შენატრის ისეთი გიგანტების მფლობელების ბედს, როგორიცაა, მაგალითად, კოკა-კოლა, ჰარლი დევიდსონი, ან, თუნდაც, ,,მაკდონალდსი, თუმცა, ამ ბრენდების ისტორიის დაწერა, ფაქტობრივად, პატარა ფარდულებიდან დაიწყო და წლების განმავლობაში გაფართოვდა და მილიარდინ  მოგებებზე გავიდა.

კოკა-კოლას პირველი პარტია 1886 წელს გაიყიდა, იმ პერიოდისთვის, ჯერ ყველასთვის უცხო გაზიან სასმელს ძალზე მოკრძალებულ შენობაში  ასხამდნენ.














Harley-Davidson-ის ბრენდი, რომელიც მოტოინდუსტრიაში დღეს პირველობას არავის უთმობს,  ორი ძმისა და მათი მეგობრის მოტოციკლით გატაცებამ შექმნა. 1903 წელს ჰარლისა და დევიდსონის პირველი ქარხანა ჩვეულებრივ სარდაფს ჰგავდა, სადაც მოტოციკლებს ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი საშუალებებიდან აწყობდნენ.


დისნეის ანიმაციური სტუდია, რომელიც გასართობ ინდუსტრიაში ამჟამად ყველაზე დიდი ბრენდია, 1923 წელს გაიხსნა და თავდაპირველად ერთ ფარდულში ქმნიდა პროდუქციას.



ასევე ყველასთვის ცნობილმა ამერიკულმა კორპორაციამ „მაკდონალდსმა“ კი თავისი პირველი მაღაზია 1940 წელს, კალიფორნიაში გახსნა და საკმაოდ მოკრძალებული დიზაინით გამოირჩეოდა.


კვირის ამბები