2024 წლის 1-ელი იანვრიდან 3 აპრილამდე გორის მუნიციპალიტეტს 42 321 ვიზიტორი სტუმრობდა.
გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა შორის 33 708 უცხოელია.
რაც შეეხება ცალკეული თვეების სტატისტიკას, იანვარში - 9 477, თებერვალში - 11 902, ხოლო მარტში 20 942 ვიზიტორი ეწვია.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დამთვალიერებელთა რაოდენობა 5 717-ით არის გაზრდილი. 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 3 აპრილამდე გორის მუნიციპალიტეტს 36 604 ვიზიტორი სტუმრობდა.
2024 წლის 25 ივნისს, 15 საათზე, საჯარო შეხვედრა ჩატარდება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის.: გორი, გ. ფერაძის ქ. #5