4 ოქტომბერს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღე 1931 წელს დაწესდა ფლორენციაში, ბუნების დამცველთა საერთაშორისო კონგრესზე.
აღნიშნული დღის მიზანია გააერთიანოს ადამიანთა ძალისხმევა ცხოველების უფლებების დასაცავად. ბევრ ქვეყანაში ამ დღეს იმართება აქციები ცხოველთა დაცვის მოთხოვნით.
საქართველოში, ცხოველთა დაცვის დღე პირველად 2009 წელს აღნიშნეს. 2011 წელს საქართველო ოფიციალურად დარეგისტრირდა იმ ქვეყანათა ნუსხაში, სადაც რეგულარულად აღინიშნება ეს დღე.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს