გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი 4 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
2 აპრილს გორში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, +24 გრადუსია ნავარაუდევი 3 პრილს, 4 აპრილს კი ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, +16 გრადუსია მოსალოდნელი გორში 5 აპრილს.
6 აპრილს ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაიკლებს და მხოლოდ +11 გრადუსი დაფიქსირდება, ამასთან, 6 აპრილს ნავარაუდევია ნალექიც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 აპრილიდან გორის მუნიციპალიტეტში ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და +23 გრადუსს მიაღწევს.