

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე კულტურის ცენტრში კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ბენეფიციარებისთვის თოჯინების თეატრის სპექტაკლის ჩვენება გაიმართა.
გორის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილებამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მცირე საკონცერტო დარბაზში უმასპინძლა.
„გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან. მთელი წლის მანძილზე ხორციელდება სხვადასხვა შინაარსის აქტივობები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ბენეფიციარებისთვის. კულტურის ცენტრის თითოეული თანამშრომელი ყოველთვის დიდი სიყვარულით ერთვება მსგავსი ტიპის აქტივობებში, რომ სიხარული აჩუქონ ბავშვებს“, - აცხადებენ სააგენტოში.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.