

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სამუშაოები გრძელდება.
გზის რეაბილიტაცია დასახლების ყველა ქუჩაზეა დაგეგმილი და სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 2 620 მეტრს მოიცავს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 499 498 ლარია.
„პროექტის მიხედვით როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ასევე, სანიაღვრე არხების მოწყობა განხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი დევნილებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.
დევნილთა დასახლების გარდა, შიდა საუბნო გზების ფრაქციული ღორღით მოწყობა მიმდინარეობს სოფელ საქაშეთშიც. ზოგადად, სოფლებში შიდა საუბნო და ცენტრალური გზები ეტაპობრივად მოწესრიგდება, რაც გზების მოვლა-პატრონობის პროექტის ფარგლებში განხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.