

საქართველოს მთავრობამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილებები დაამტკიცა.
პროექტის ახალი რედაქციით დაზუსტდა პირობები ერთწლოვანი, მრავალწლოვანი კულტურების და თხილის პირველადი წარმოების დაფინანსებისთვის;
მესაქონლეობის მიმართულებით არსებულ ქვეკომპონენტებში კი, ცვლილებები მერძეული, მეხორცული, კომბინირებული მიმართულების და სანაშენე ფერმის დაფინანსების ქვეკომპონენტში შევიდა.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ სოფლის განვითარების სააგენტო 10 წელზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და აგრობიზნესში ჩართული პირების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს“, - აცხადებენ სააგენტოში.
დაინტერესებულ პირებს კონკრეტულ პროგრამაში შესული დეტალური ინფორმაციის გაცნობა შუძლიათ ვებგვერდზე: mepa. gov. ge
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.