

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზია უცხოური ენის - ინგლისურის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 17-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას IV, VI, VII, XII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს, რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, თვეში 495-520 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 31 მარტს ეწურებათ. შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თარიღად კი, 2024 წლის 1-ლი აპრილია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.