საზოგადოება
28.03.2024 12:26
2023 წელს, საქართველოში 22 275 ქორწინება და 13 664 განქორწინება დარეგისტრირდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში 2023 წელს დარეგისტრირებული ქორწინების და განქორწინების სტატისტიკა გამოაქვეყნა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, საქართველოში რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.7 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.1 წელს.

რაც შეეხება რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობას რეგიონების მიხედვით, პირველ ადგილზეა თბილისი, რეგიონებს შორის კი რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობით იმერეთი ლიდერობს, მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი, მესამეზე კი - იმერეთი. რაც შეეხება შიდა ქართლს, აჭარის ავტონომიურ ოლქსა და 9 რეგიონს შორის მე-6 ადგილზეა და 2023 წელს 1423 ქორწინებაა რეგისტრირებული.

რეგისტრირებული განქორწინებების რაოდენობამ საქართველოში 2023 წელს 13 664 ერთეული შეადგინა, რაც, საქსტატის ინფორმაციით, 3.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება რეგისტრირებული განქორწინებების რაოდენობას რეგიონების მიხედვით, აქაც დედაქალაში ფიქსირდება ყველაზე მეტი განქორწინება, რეგიონებს შორის კი კვლავ იმერეთი ლიდერობს, სტატისტიკურ მონაცემებში მეორე ადგილს იკავებს სამეგრელო-ზემო სვანეთი, მესამეს კი - ქვემო ქართლი.

განქორწინებათა სტატისტიკაში შიდა ქართლი მე-6 ადგილზეა და 843 განქორწინებაა დარეგისტრირებული.

კვირის ამბები