

25 აპრილს გორში „მოხალისეობის რეგიონული ფორუმი – 2024“ ჩატარდება.
ღონისძიება „საზოგადოება ბილიკის“ და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმის მიზანი მოხალისეობის კულტურის და სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაცია, რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ მოქალაქეების ინფორმირება და მოხალისეობრივ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდაა.
ფორუმი ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” (2021-2025) ფარგლებში გაიმართება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.