სპორტი
27.03.2024 11:57
ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართება

შიდა ქართლში საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართება ჭადრაკში.

შეჯიბრი შიდა ქართლის რეგიონალური ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, სპორტულ აქტივობაში მონაწილეობა 12 წლამდე ასაკის მოთამაშეებს შეუძლიათ.

მსურველებმა დაბადების მოწმობის ასლი და სატურნირო შენატანის გადარიცხვის დოკუმენტი ელექტრონულ მისამართზე: cialaqasoshvili @ gmail . com უნდა გადააგზავნონ. დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადა 29 მარტის 18:00 საათია.

„ტურნირი 1-ელიდან 4 აპრილის ჩათვლით ჩატარდება. აქტივობა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება. პირველი საშეჯიბრო დღეს ტურნირი 13:00 საათზე დაიწყება. შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც გოგონებს, ისე ვაჟებს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

რაც შეეხება პრიზიორებს, პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი მედლები და დიპლომები გადაეცემათ.

კვირის ამბები