საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატის საგზური საქართველოს ნაკრებმა მას შემდეგ მოიპოვა, რაც „დინამო არენაზე“ საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია.
შეხვედრის ძირითად დროში ანგარიში არ გახსნილა და საბოლოოდ ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, საქართველოს ნაკრებმა 4 პენალტი გაიტანა, ბერძნებმა კი მხოლოდ 2 პენალტის გატანა მოახერხეს.
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ამგვარი იყო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე.
მატჩის პარალელურად, თბილისსა და საქართველოს ქალაქებში, მათ შორის გორში, თეატრის სკვერში, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანები დამონტაჟდა, სადაც შეხვედრის ტრანსლაცია მიმდინარეობდა.
2024 წლის 25 ივნისს, 15 საათზე, საჯარო შეხვედრა ჩატარდება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის.: გორი, გ. ფერაძის ქ. #5