საინტერესო ამბები
26.03.2024 16:51
ტრანსკრიბცია ექიმის დანიშნულების გასარკვევად - რომელი პროფილის ექიმებს აქვთ ყველაზე გაურკვეველი ხელწერა

წლებია, ექიმების კალიგრაფია ხუმრობის საგანს წარმოადგენს, თუმცა, ხუმრობის გარდა, არცთუიშვიათად ქმნის პრობლემას სხვადასხვა პროფილის ექიმის მიერ ხელით დაწერილი დანიშნულება. ხშირია შემთხვევა, როცა წამლის დასახელების ან დოზების გასარკვევად რეცეპტის ფოტოს ახლობლებს ვუგზავნით ან აფთიაქში ვთხოვთ დახმარებას ფარმაცევტს.

ეს საკითხი არაერთმა გრაფოლოგმა შეისწავლა. ერთ-ერთი მათგანი, ფსიქოლოგი და გრაფოლოგი ინესა გოლდბერგი პრობლემის სათავეს სამედიცინო სასწავლებელში ეძებს და ამბობს, რომ სამედიცინო უმაღლეს სასწავლებელში, სადაც სტუდენტს ყოველდღიურად დიდი მოცულობის ინფორმაციის მოსმენა და სწრაფი თემპით ჩაწერა უწევს, სწორედ სწრაფად წერის აუცილებლობა აზიანებს ხელწერას.

შემდგომ კი, სამედიცინო პრაქტიკის დაწყება პრობლემას უფრო აღრმავებს. მუშაობასთან ერთად ექიმს პროფესიული ინტუიცია უვითარდება, რაც მის ნაწერს უფრო გაურკვეველს ხდის. ხელნაწერი ტალღოვანი და ხშირად წყვეტილი უფორმო ხაზების ერთობლიობად იქცევა, რომლის წაკითხვა საკმაოდ რთულია.

გრაფოლოგებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე გაურკვეველი ხელწერა თერაპევტებს, ქირურგებს და ორთოპედებს აქვთ.

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ექიმის ხელნაწერს ყველაზე უკეთ მისი კოლეგები - ექიმები კითხულობენ.

ექიმების კარიგრაფია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იუმორის საგანია და ბუნებრივია, გამონაკლისი არც საქართველოა, უფრო მეტიც, აქ სქიმის დანიშნულების გასაშიფრად სპეციალური ,,ტრანსკრიბციაც“ კი შექმნეს.

კვირის ამბები