

გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არსებულ ამერიკულ სივრცეში შეხვედრა - „ევროინტეგრაცია და დემოკრატიული განვითარება“ ჩატარდა.
ღონისძიებას საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი დავით კაპანაძე და „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი ვახტანგ კაპანაძეუძღვებოდნენ.
შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერის და კულტურის სააგენტოს წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
კულტურის სააგენტოს ინფორმაციით, აქტივობა „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
„პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ეროვნულ დონეზე, პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირებას განსხვავებული აზრის მქონე მხარეებს შორის, დისკუსიების და დიალოგის გაღრმავების გზით“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.