2 - ოქროს, 1- ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის სპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონატი კრივში 15 წლამდელებს შორის.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ჩემპიონის ტიტული თემურ პავლიაშვილმა (54 კგ.) და ლიზა ლობჟანიძემ (60 კგ.) მოიპოვეს.
ვერცხლის მედალი ანანო ქობულაშვილის (44 კგ.) ანგარიშზეა.
საბა დვალიშვილი (40 კგ.), მარიამ შოშიაშვილი (54 კგ.) და გიორგი მეგრელიშვილი (66 კგ.) ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
ჩემპიონატზე გიორგი კანდელაკის სახელობის შორის ვარიანის კრივის სკოლის სპორტსმენებიც ასპარეზობდნენ.
მოკრივეებმა 2 - ოქროს, 1 - ვერცხლის და 1 ბრინჯაოსმედალი მოიპოვეს.
ზაზა მდინარიძე (44 კგ.) და ნიკოლოზ ხიზანიშვილი (46 კგ.) ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.
ვერცხლის მედალი ნიკოლოზ ნაცვლიშვილმა (54 კგ.) მოიპოვა, ბრინჯაოს კი ლუკა ქოქაშვილი (40 კგ.) დაესაკუთრა.
შედეგების მიხედვით, აღნიშნულ ასაკში, საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც საერთაშორისო ტურნირზე და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ცნობისთვის, საქართველოს ჩემპიონატი ზესტაფონში ჩატარდა.