

სოფელ ბერშუეთის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ერთი პირი დააკავეს, დაკავებული ქალია. ე.წ. მესაზღვრეებმა იგი ცხინვალის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული გორის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი არ არის. სხვა დეტალები ზუსტდება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.
თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება, პირველი მატარებელი 26 მაისს შემოვა