

დღეს, 21 მარტს, საქართველოში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.
მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ჟურნალისტიკის დღე 1993 წლიდან პროფესიულ დღესასწაულად იქცა.
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართული ჟურნალისტიკის დღე, 31 წლის წინ, ერთობლივად დააწესა.
პროფესიულ დღესასწაულს მედია ყოველ წელს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.
ქართული ჟურნალისტიკის დღედ პირველი ქართული გაზეთის - ჯერ „საქართველოს გაზეთის“, შემდეგ კი „ქართული გაზეთის“ დაარსების დღე დაწესდა – პირველი ნომერი 1819 წლის 21 მარტს (8 მარტს) გამოვიდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.