კულტურა
18.03.2024 16:41
საერთაშორისო გამოფენაში - Caspian Agro 2024 მონაწილეობის მისაღებად, განაცხადების მიღება გრძელდება

საერთაშორისო გამოფენაში - Caspian Agro 2024 მონაწილეობის მისაღებად, განაცხადების მიღება გრძელდება და 22 მარტის 18:00 სთ-ის ჩათვლითაა შესაძლებელი.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, მათი ორგანიზებით გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლები, ხოლო საერთაშორისო გამოფენა Caspian Agro გამომფენებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ საქმიანი კავშირები ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესოპერატორებთან.

„საერთაშორისო გამოფენა 15-17 მაისს ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაიმართება.

ღონისძიება ერთ სივრცეში აერთიანებს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს: ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს და ათასობით ვიზიტორს, მათ შორის, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, დისტრიბუტორებს, საბითუმო და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს და ფერმერებს“, - აცხადებენ სააგენტოში.

გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501

ცნობისთვის, 2023 წელს გამოფენაში 24-მა ქვეყანამ და 500-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენას 13 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.

კვირის ამბები