

სკოლა „თამარიონი +“ გორში ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია გაკვეთილების ჩატარებას I, VI, VII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 23 მარტს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 25 მარტია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
დაინტერესებულ პირები, პოტენციურ დამსაქმებელს დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 555 24 01 30
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.