

გორში, მრავალსართულიანი ბინების ეზოების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ვერხვების დასახლებაში 10-მდე კორპუსის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს და როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, სამუშაოები მალე დასრულდება.
კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერია წელსაც 100 %-ით აფინანსებს.
„პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება და საფეხმავლოები მოეწყობა. ეზოებში კი, სადაც სასმელი და საკანალიზაციო სისტემებია ამორტიზებული, სისტემის რეაბილიტაციაც ხორციელდება“, - აცხადებენ თვითმმართველობაში.
შეგახსენებთ, აღნიშნული პროექტის განხორციელება გორის მერიამ 2023 წელს დაიწყო. გასულ წელს ქალაქში 30-მდე ეზო მოწესრიგდა.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.