

გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ასოციაცია „თანხმობის“ წარმომადგენლები დღის ცენტრში იმყოფებოდნენ.
ბენეფიციარებმა სტუმრებს საკუთარი შესრულებით სკეტჩები წარუდგინეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, გორში დღის ცენტრი პროექტის „ღირსეული სიბერე“ ფარგლებში ფუნქციონირებს, რომელსაც 2018 წლიდან ასოციაცია „თანხმობასთან“ ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს.
„პროექტის ფარგლებში, 33 ხანდაზმული ცენტრში სხვადასხვაპროგრამით, მათ შორის სამედიცინო, ფსიქოლოგიური კონსულტაციებით და კომპიუტერული მომსახურებით სარგებლობს. ბენეფიციარები ჩართულები არიან გასართობ-შემეცნებით წრეებსა და აქტივობებში.
პროექტის - „ღირსეული სიბერე“ მიზანია ხანდაზმულების რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია, რაც გორის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.