

გორის საფეხბურთო კლუბი „გორი“ „ბახმაროს“ დაუპირისპირდა.
ეროვნული ლიგა 3-ის მეორე ტურის მატჩი გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
მოწინააღმდეგის კარში თითო გოლი ნიკა ოქროპირიძემ და გიორგი ხაჭაპურიძემ გაიტანეს.
რაც შეეხება მომდევნო ტურის შეხვედრას, „გორი“ „ზესტაფონს“ დაუპირისპირდება. თამაში 20 მარტს 15:00 საათზე დაიწყება. მატჩი გორში, ქართლის სტადიონზე ჩატარდება.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი