

1-ლი ივლისიდან, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები უქმდება.
ცვლილება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში უკვე შევიდა.
ლამინირებული პირადობის მოწმობების მფლობელთათვის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას ხვალიდან, 15 მარტიდან, იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს.
პირადობის დამადასტურებელი ძველი დოკუმენტის შესაცვლელად, მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებს და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.