

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში გზის გარკვეულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა ხიდისთავის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში წლებია მოსაწესრიგებელი იყო, არ არსებობდა ასფალტის საფარი და სანიაღვრეები, რაც მოსახლეობას და მძღოლებს გადაადგილების პრობლემებს უქმნიდა.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით კი, აღნიშნულ ლოკაციაზე 1700 მეტრი ასფალტის საფარი დაიგება და სანიაღვრე არხი მოეწყობა.
სოფელ ხიდისთავში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაათვალიერა.
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.