

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ „ადამიანის განვითარების“ 2023-2024 წლის ანგარიშში გამოაქვეყნა.
ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI), საქართველო „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი“ დონის მქონე ქვეყნის კატეგორიაში მოხვდა და მსოფლიო რეიტინგში მე-60 ადგილზეა.
გაერო-ს რეიტინგში საქართველო უსწრებს აზერბაიჯანს, სომხეთს, უკრაინას, ჩინეთს, მოლდოვას, ბელარუსს, ბულგარეთს, ალბანეთს...
რაც შეეხება გაერო-ს გასული წლების ანალოგიურ კვლევას, ადამიანის განვითარების ინდექსით საქართველოს პოზიცია 2015–2022 წლებთან შედარებით 4 პუნქტით გაუმჯობესდა.
გაერო-ს აღნიშნული რეიტინგი ოთხ კატეგორიად იყოფა: განვითარების ძალიან მაღალი დონე, მაღალი დონე, საშუალო და დაბალი დონეები.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.