

დღეს, 13 მარტს, გორში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართება.
დამთვალიერებელი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეწარმე ქალების ნამუშევრებს იხილავს.
ღონისძიება ქართული ოცნების შიდა ქართლის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება და ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში მოეწყობა (მის:. ქუთაისის ქ. 23 ა).
აქტივობა 15:00 საათზე დაიწყება.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.