

გორის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო სახელოსნოს მინი-გალერეამ მოსწავლეების ახალი ნაკადი მიიღო.
პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა და მოზარდებმა კერამიკის, თექაზე მუშაობის და ქართული ფარდაგების ქსოვის ტრადიციული მიმართულებების შესწავლა უკვე დაიწყეს.
„სასწავლო კურსის ფარგლებში, მონაწილეები ეუფლებიან ხალხური რეწვის სხვადასხვა მიმართულებას, სწავლობენ ტექნიკებს და იძენენ ახალ უნარებს. ამასთან, ვორქშოფზე მოსწავლე-ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ შექმნან საინტერესო ნივთები, რომელსაც გამოფენების მეშვეობით გააცნობენ ფართო აუდიტორიას. საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო უზრუნველყოფს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.