სპორტი
12.03.2024 15:54
ძალოსნობაში გამართულ ღია პირველობაზე გორელებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს

ძალოსნობაში გამართულ ღია პირველობაზე 15 წლამდელებს შორის გორელებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.

გორის გუნდმა შეჯიბრი თექვსმეტი მედლით (ხუთი - ოქრო, ოთხი - ვერცხლის და შვიდი ბრინჯაო) დაასრულა.

სპორტულ აქტივობაში საქართველოს თხუთმეტი ქალაქის 220 სპორტსმენი ასპარეზობდა. გორი, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ზერტის ძალოსნობის სექციით და მეღვრეკისში მოქმედი ძალოსნობის „კახის კლუბით“ იყო წარმოდგენილი.

„გორის მაცნე“ გთავაზობთ მონაწილეებს და შედეგებს წონითი კატეგორიების მიხედვით:

ბადრი სომხიშვილი (30 კგ. 2 ოქრო, 1 ვერცხლი), ნიკოლოზ მაისურაძე (30 კგ. 2 ვერცხლი 1 ბრინჯაო), თაზო მაისურაძე (30 კგ. პირადი რეკორდები), გიორგი სომხიშვილი (30 კგ.); გაბრიელ მაისურაძე (34 კგ. 3 ბრინჯაო); მიხეილ ჯოხაძე (37 კგ. 2 ოქრო, 1 ვერცხლი); არჩილ შერაზადიშვილი (45 კგ. 1 ვერცხლი), ჯაბა მოსიაშვილი (45 კგ.); დიტო მაისურაძე (49 კგ. პირადი რეკორდები); გიორგი ბუდედაშვილი (55 კგ. 1 ბრინჯაო); დიმა ტიელიძე (61 კგ. პირადი რეკორდები); ტარიელ ბუსხრიკიძე (73 კგ. პირადი რეკორდები); გიორგი რევაზაშვილი (81 კგ.); გიგა კირეულიშვილი (89 კგ. პირადი რეკორდები);

ხვიჩა აბრამიშვილი (96 კგ. პირადი რეკორდები);გიორგი ოდიაშვილი (+102 კგ. 2 ბრინჯაო).

კვირის ამბები