

გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შესაბამისი პროექტები, ამ დროისთვის, არაშენდაში, ფხვენისში, საქაშეთის დევნილთა დასახლებაში, ქიწნისის მეურნეობაში, ბროწლეთსა და ტყვიავი-მარანას დამაკავშირებელ მონაკვთზე ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებს, ერთ-ერთ ლოკაციაზე - არაშენდაში გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პირადად გაეცნო.
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, არაშენდაში გზის რეაბილიტაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად დაიგეგმა.
პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება 2 400 მეტრი გზა. გზის სავალ ნაწილთან ერთად მოეწყობა სანიაღვრეები და საგზაო ნიშნები.
არაშენდაში გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარია.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.