გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ მუნიციპალიტეტში შემოსული დამთვალიერებლების ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა.
ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 3 მარტამდე გორის მუნიციპალიტეტს 21 379 ვიზიტორი ეწვია, მათგან 17 071 უცხოელია.
რაც შეეხება ცალკეულ თვეებს, გორის მუნიციპალიტეტს იანვარში - 9 477, თებერვალში კი 11 902 ვიზიტორი ეწვია.
უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია. 2023 წლის იანვარ-თებერვალში გორის მუნიციპალიტეტს 18 843 ვიზიტორი ეწვია.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს