

მასშტაბური შეფერხებაა Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობაში. ამ დროისთვის აღნიშნული ორივე პლატფორმა პარალიზებულია. Facebook-ის და Instagram-ის მომხმარებლები საკუთარ გვერდებზე ვერ შედიან, მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა მიიღო შეტყობინება, რომ მათ სოციალურ ქსელზე წვდომის ვადა ამოეწურათ.
გლობალური შეფერხების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
სოციალურ ქსელ facebook-ის დამფუძნებელს და მსოფლიოს მეორე ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერ მარკ ცუკერბერგს, რომელიც, ამავდროულად, Facebook-ის და Instagram-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია, მომხდართან დაკავშირებით განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.