გორი-მეჯვრისხევის საავტომობილო გზაზე 3 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
პაციენტი სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციული განყოფილებიდან ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით დაშავებულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, უტარდება ყველა საჭირო მკურნალობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა 3 მარტს საღამოს საათებში მოხდა. საავტომობილო გზაზე მოძრავი ბეემვეს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მართვა დაკარგა. შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ