

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ახალი დადგენილებით, სუროგატი დედის მშობიარობას და საკეისრო კვეთას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს, - აღნიშნული დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზეა“ გამოქვეყნებული.
დადგენილებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
„პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები“, - აღნიშნულია დადგენილებაში, რომელიც 1-ლი მარტიდან უკვე ამოქმედდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.