

გორის ხელოვნების სახლი თანამედროვე ქართული მხატვრული ფილმების ჩვენებას იწყებს.
პირველი სეანსი ხვალ, 1-ელ მარტს გაიმართება და მაყურებელი რეჟისორ გიგიშა აბაშიძის ფილმს - „მეზობლები“ იხილავს.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ხელოვნების სახლში პარასკევი კინოს დღეა და ხელოვნების სახლი და მოძრაობა - „ქართული კინო საფრთხეშია“, თანამედროვე ქართული მხატვრული ფილმების ჩვენებას გეგმავენ.
რაც შეეხება ფილმს - „მეზობლები“ თბილისის ერთ-ერთი იტალიური ეზოს ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, რომელსაც ინვესტორების საქმიანი წინადადება თავდაყირა აყენებს. მეზობლები ვერ თანხმდებიან, სურთ თუ არა ძველ ბინებთან გამოთხოვება ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებლის მიღების სანაცვლოდ.
ფილმი 19:00 საათზე დაიწყება, რომლის ხანგრძლივობა 3 საათია.
ფილმის ბოლოს გაიმართება დისკუსიაც.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.