ორი - ოქროს, ოთხი - ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გორელმა სპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონატი 23 წლამდელთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში.
გორელთაგან ქვეყნის ჩემპიონის ტიტული დავით ფაცინაშვილმა (70 კგ. ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა) და მერაბ სულეიმანიშვილმა (97 კგ. ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა) მოიპოვეს.
ვერცხლის მედალს ნიკა ზანგალაძე (57 კგ. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა), ომარ გაზაშვილი 61 კგ. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა), გოგა ოთინაშვილი (70 კგ. ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა) და გიორგი რომელაშვილი (92 კგ. ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა) დაეუფლნენ.
ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (57 კგ. ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა), ზურა აბალაკი (65 კგ. ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა) და დაჩი პაპინაშვილი (86 კგ. ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა) კი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
მოპოვებული შედეგების მიხედვით, გორელებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
ქვეყნის ჩემპიონატი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
შეჯიბრს გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.