

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მერიის თანადაფინანსებით, სოფელ არაშენდასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შედეგად გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა: ტრანსპორტის სავალი ნაწილი, საგზაო ნიშნები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრეები.
„სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 2390 მეტრი, სამუშაოების ღირებულება კი 1 570 736 ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ მძღოლებს და ქვეითებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - აცხადებენ მერიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.