

ანდრია ტერტერაშვილის დასახმარებლად ხვალ, 23 თებერვალს, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ გაიმართება.
საქველმოქმედო აქტივობა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება და 16:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, შეჯიბრში მონაწილეობას ხუთი ადამიანისგან შემდგარი ოცი გუნდი მიიღებს (მონაწილის ასაკი შეზღუდული არ არის).
საქველმოქმედო ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობისთვის გუნდი 100 ლარს იხდის.
ანდრია ტერტერაშვილს დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია და მკურნალობის დასაწყებად თურქეთის კლინიკაშია გადასაყვანი.
საბანკო რეკვიზიტები ანდრიას დასახმარებლად:
საქართველოს ბანკი: GE22BG0000000498385929 (მიმღები: იაკობ ტერტერაშვილი)
თიბისის ბანკი: GE91TB7587945061100114 (მიმღები : ნატა ტერტერაშვილი)
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.