

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, სანიაღვრეების და გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საპროექტო მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 1 242 მეტრია, პროექტის მიხედვით მოეწყობა: ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა.
„სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 706 330 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.