შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია დაიწყო.
აპლიკანტებს რეგისტრაციის ვადა 30 მარტის (18:00 საათამდე) ჩათვლით აქვთ. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ რეგისტრაცია ვებ გვერდზე - online.naec.ge გაიარონ.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება აბიტურიენტების ცნობარიც, სადაც ყველა საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ ინფორმაციაა მოცემული. ამასთან, სოფიო გორგოძე აბიტურიენტებს რეკომენდაციას აძლევს, რომ რეგისტრაცია 29 მარტის ჩათვლით გაიარონ. მისივე განმარტებით, რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპიანი იქნება, თუმცა, თუ აბიტურიენტი პირველ ეტაპზე ვერ გაივლის დარეგისტრირდება, გამოცდებს გამოეთიშება.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ