

პროექტის - „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება“ წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი ედიშერაშვილმა გამართეს.
გორის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიზანი საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაა.
„მიზნის მისაღწევად პროექტი საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით გამოავლენს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერ ინიციატივებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერია, განვითარების სააგენტოსთან ერთად, აქტიურად ჩაერთვება პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე და მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართულ ინიციატივებს“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.