

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგ პრემიერას აანონსებენ.
თანამედროვე რეჟისორი ლუკა ინწკირველი გორელ თეატრისმოყვარულებს ანკა ვინსდეის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით - „მუდამ ერთად“ წარუდგენს.
სპექტაკლის სამაგიდო რეპეტიციები უკვე დაწყებულია. წარმოდგენაში ორი მსახიობი - ელენე დარჩია და ანკა დიდმანიძე მონაწილეობს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.