

გორის მუნიციპალიტეტის მერია 10-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ინოვაციურ პროექტს ახორციელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობა ორგანიზაცია - „Pascal STEAM Community“-სთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოზარდებს STEAM მიმართულებით სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.
პროექტის ბენეფიციარები 4 თვიანი კურსის განმავლობაში ისწავლიან კომპიუტერულ პროგრამებს, ააწყობენ რობოტებს და დააპროგრამებენ.
„ინიციატივის მიზანია ახალგაზრდების STEAM-ით დაინტერესება, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. რეგისტრაცია შესაძლებელია 25 თებერვლამდე. მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 568 84 44 88“, - აღნიშნულია გორის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.