

გორის კულტურის და დასვენების პარკში მოქალაქეების შესვლა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ახალბაღში მომხდარ ვანდალურ ფაქტებს უკავშირდება. სარეკრეაციო სივრცეში დაზიანებულია მცენარეების და ატრაქციონების ნაწილი.
მოქალაქეები ობიექტზე შესვლას დაცვის სისტემების ამოქმედების შემდეგ შეძლებენ.
„გადაწყვეტილება პარკის ადმინისტრაციამ სარეკრეაციო სივრცეში მომხდარი ვანდალური ფაქტების გამო მიიღო. ახლადრეაბილიტირებულ პარკში უკვე დაზიანებულია მცენარეების და ატრაქციონების გარკვეული ნაწილი. შეზღუდვა გაგრძელდება დაცვის სისტემების ამოქმედებამდე, რის შემდეგაც ობიექტი ოფიციალურად გაიხსნება“ - აღნიშნულია კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.