

გორის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორმა ორგანიზაციის საქმიანობაზე და მიმდინარე წელს დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა.
გიორგი ედიშერაშვილმა მიკრო,მცირე და ქალ მეწარმეთა განვითარების ხელშეწყობაზე, ასევე, ახალგაზრდების გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.
რაც შეეხება სტუმრებს, ოლივია ჰაბიმ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ პროგრამებში აქტიურად ჩართვის საჭიროებაზე ისაუბრა.
სააგენტოს ინფორმაციით, მხარეები აქტიურ კომუნიკაციას სამომავლოდაც გააგრძელებენ.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.