

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, გიორგი ტატულაშვილის კერამიკის შემსწავლელ სკოლაში ახალგაზრდები კერამიკაზე მუშაობის ტექნიკებს დაეუფლებიან.
მოზარდების და ახალგაზრდებისთვის კერამიკის წარმოებას ტრადიციული მეთოდებით ტატულაშვილის საგვარეულო სახელოსნო-მუზეუმში არსებულ სკოლაში შეისწავლიან. ხელობის დაუფლებასთან ერთად, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საკუთარი ნამუშევრები წარადგინონ სხვადასხვა გამოფენასა თუ კონკურსზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
შეგახსენებთ, გიორგი ტატულაშვილის კერამიკის შემსწავლელ სკოლას გორის მუნიციპალიტეტის მერია უკვე რამდენიმე წელია აფინანსებს.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.