

ბიზნეს ფორუმის ხელშეწყობის მიზნით, გორში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს და საზოგადოება„ბილიკის“ ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნეს ფორუმის მიზანი ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობაა, რაც ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე და დასაქმებაზე დადებითად აისახება.
„ბიზნეს ფორუმი ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ მცირე და საშუალი მეწარმეების განვითარებას და ადგილობრივ დონეზე მათ შესახებ ცნობიერების გაზრდას, რაც თავის, მხრივ ხელს შეუწყობს ტურისტული პონტენციალის ზრდას და დასაქმებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.