

სასტუმრო ,,პარაგრაფ თბილისში“ დღეს ,,ქართული ოცნების“ რიგით VIII ყრილობა გაიმართება. ყრილობა სასტუმროში ,,პარაგრაფ თბილისში” ჩატარდება და 14 საათზე დაიწყება.
სწორედ დღეს დასახელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი ირაკლი ღარიბაშვილმა 29 იანვარს დატოვა. პოსტის დატოვებისას გაკეთებული განცხადებისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.