

სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, გასულ წელს, გორის მუნიციპალიტეტს ოთხი ახალი შენობა შეემატა, სამ დაწესებულებას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობები, რომლებიც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, ხელთუბანში, მეჯვრისხევში, საქაშეთსა და მეღვრეკისში გაიხსნა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა კარალეთის, ქიწნისის და სვენეთის საბავშვო ბაღებს.
ადგილობრივი თვითმმართველოს ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის და საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარე წელსაც განხორციელდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.